вторник, 19 апреля 2011 г.

ბიბლიოგრაფია

ყველა დროის ყველაზე საშიში 5 ჰაკერი // კვირის ქრონიკა. - , 2008. - 21 - 27იანვარი. - N3. - გვ.31[MFN: 400]

UDC: 004.9.347.7

ანოტაცია: თანამედროვე ავანტიურისტების შესახებ

პერსონალია: მიტნიკი კევინ - ჰაკერი; ლამო ადრიან - ჰაკერი; ჯეიმსი ჯონათან - ჰაკერი; ტაპან მორისი რობერტ - ჰაკერი; ჰოლსენი კევინ - ჰაკერი.

თემატიკა: კომპიუტერული ტექნოლოგიები; დანაშაული.


http://www.nplg.gov.ge/ec/ka/nmat/catalog.html?udc=004.9 


ეგონ პეტრი საბჭოთა პიანინოს შესახებ : წერილი მუსმრეწვს / ე. პეტრი // კომუნისტი. - თბილისი, 1927. - 22 თებერვალი. - N42. - გვ.4[MFN: 2975]

UDC: 681.81(479.22)

თემატიკა: მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.

მატიანის რუბრიკა: სახვითი ხელოვნება; ზოგადი საკითხები.
 

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/komun/catalog.html?udc=681.81 

დკასჯდჯ


კომპიუტერი

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.


http://ka.wikipedia.org/wiki/ კომპიუტერი

მისიკალური ინსტრუმენტები


მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.

სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.

მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.


 http://ka.wikipedia.org/wiki/მუსიკალური_ინსტრუმენტი