вторник, 19 апреля 2011 г.

მისიკალური ინსტრუმენტები


მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.

სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.

მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.


 http://ka.wikipedia.org/wiki/მუსიკალური_ინსტრუმენტი

Комментариев нет:

Отправить комментарий